ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა ამერიკელ მოხალისეს უმასპინძლა
21-01-2020
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა -„ეს ჩემი უფლებაა“ მორიგ შეხვედრაზე მშვიდობის კორპუსის მოხალისეს ჯეიმი მურს უმასპინძლა.
მური კლუბის წევრებს ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაზე ესაუბრა.
სტუმარმა მოსწავლეებს ამერიკის ზოგადი განათლების შესახებ პრეზენტაცია და სამუშაო მასალა წარუდგინა.
ჯეიმი მური 2019 წლის სექტემბრიდან ქობულეთის რესურსცენტრში მუშაობს.
ქობულეთის სკოლები, მოსწავლეები და მასწავლებლები ამერიკელი მასწავლებლისა და მოხალისის მხარდაჭერით სარგებლობენ.
შეხვედრამ აქტიურ, სამუშაო და სახალისო ატმოსფეროში ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს