ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა
21-01-2020
ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში უფროსკლასელთა შორის ვიქტორინა-კონკურსი -„რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა თავიანთი გუნდები წარმოადგინეს, სახელწოდების ორიგინალური პრეზენტაცია მოაწყვეს და კონკურსი გამართეს.

დაჯილდოვდა გამარჯვებული გუნდი, თუმცა საჩუქრის გარეშე არავინ დარჩენილა.

კონკურსში არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დამსწრე საზოგადოებაც მონაწილეობდა.

„კლასის დამრიგებლებმა კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე მოუწყეს მოსწავლეებს“, -  წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203