დაბაძვლის საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
21-01-2020
ტყიბულის  მუნიციპალიტეტის, დაბაძვლის საჯარო სკოლისათვის 2019 სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ხუთმა პედაგოგმა: ნანა გოგილიძემ, სოსო კუბლაშვილმა, მევლუდი ჭანტურიძემ, ვეფხვია ბრეგაძემ და ხათუნა ბუბაშვილმა სტატუსი აიმაღლეს.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კოლეგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს ულოცავენ და მრავალ წარმატებას უსურვებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203