წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ
20-01-2020
ახალი სასწავლო წლიდან, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეები სასწავლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია.
„ახალი სასწავლო წლიდან, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ სასწავლო სახელმძღვანელოებს, რაც გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. მადლობა მას რომ თავდაუზოგავად იბრძვის გიმნაზიის კეთილდღეობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს