„ამ ცხოვრების მზე ხარ“, „ცხოვრება მშვენიერია“ - ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წარწერები გააკეთეს
20-01-2020
ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დეცეგიმის“ წევრებმა ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში თავიანთ რაიონში წარწერები - „ამ ცხოვრების მზე ხარ“, „ცხოვრება მშვენიერია“ გააკეთეს.
„წარწერები შეეხება ცხოვრებას. ამ წარწერების გაკეთების მიზეზი გახდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ახალგაზრდებში გახშირებული სუიციდი“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ წარწერების მიზანია „უარი ვთქვათ სუიციდზე, დავტკბეთ ცხოვრებით და გვქონდეს უკეთესი მომავალი, შევძლოთ პრობლემებთან შეჭიდება და გამკლავება“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს