ლემშვენიერას საჯარო სკოლაში დასამახსოვრებელი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
20-01-2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლაში დასამახსოვრებელი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე კლასები 3-3 ნომრით წარსდგნენ.
„ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ერთგვარი ტრადიცია დამკვიდრდა - მაშინ, როდესაც სკოლებში ბავშვები თითქმის აღარ დადიან, ჩვენს სკოლაში შემოქმედებითი ნიჭის ზეიმი და საქმიანი ფუსფუსია. კლასები ემზადებიან საახალწლო ღონისძიებებისთვის, კონკურსებისთვის. მაქსიმალურად ერთვებიან როგორც მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე დირექცია და მშობლები. 2019 წელი მართლაც დასამახსოვრებელი ფინალით დასრულდა“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, 2019 წლის ბოლოს ვერცერთი კლასი ვერ დასახელდა გამარჯვებულად, რადგან არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა იყო ყველგან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს