ტოლოშის საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
20-01-2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა - ქეთევან ლობჯანიძემ, ნანა მიქაძემ, ელდარ ზაზაძემ და ნონა ბალიაშვილმა სტატუსი აიმაღლა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ კოლეგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და მრავალ წარმატებას უსურვებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203