ზედა სამების საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
20-01-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზედა სამების საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, რუსუდან დავითაძისადმი, მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა.
საღამოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე და ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი, მადონა გოგიტიძე დაესწრნენ.
„მოსწავლეები მოეფერნენ ამაგდარ მასწავლებელს, რომელიც ჩვეული ენერგიით აგრძელებს მუშაობას უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსით. გილოცავთ, ქალბატონო რუსუდან, იუბილეს და გისურვებთ უამრავ წარმატებას, როგორც პირად ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობაში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს