უფროსი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად ახალი ვადები დაწესდება - რა შეღავათი იგეგმება იანვრის შემდეგ?
20-01-2020

უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსი იანვრის ბოლომდე უნდა აემაღლებინათ, მაგრამ ვადებში ვერ ჩაეტივნენ, კვლევის ხარვეზის გამოსწორება შეეძლებათ და მათთვის გარე დაკვირვებზე ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება. ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლების პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ განუცხადა:

„ჩვენი ორგანიზაცია საქმიანობას წარმართავს ყველა კატეგორიის მასწავლებლის საჭიროებიდან გამომდინარე; უფროსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ვერ ჩაეტივნენ ვადებში და იანვრის ბოლომდე ჰქონდათ სტატუსის ამაღლების ვადა,  შედგება ახალი ნორმატიული აქტი და ახალი ვადები დაწესდება კარიერული წინსვლისთვის.

ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ეს შეთანხმება არის შემდეგი: შემუშავდა გარდამავალი დებულება და გარდამავალ დებულებაში ასეთ პედაგოგებს დაუწესდათ შეღავათები. უფროსი მასწავლებლებისთვის, რომელთაც  კვლევა დაუხარვეზდათ ან/და გარე დაკვირვება დარჩათ გასავლელი, ვადებმა გადაიწია. მათ შეეძლებათ, იანვრის შემდეგ კვლევის ხარვეზის გამოსწორება და მათთვის გარე დაკვირვებაზე გამოცხადდება რეგისტრაცია“.

იხილეთ ასევე: 

უფროსი მასწავლებლის სტატუსს უგამოცდოდ მიიღებთ - შანსი პედაგოგებს, რომლებმაც 19 კრედიტი ვერ მოაგროვეს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203