ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სახალისო საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
20-01-2020
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
„კიდევ ერთი ლამაზი დღე ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის კლასების ცხოვრებაში. 2019 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო ღონისძიება.
პირველი კლასის მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი წელი ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მეორე კლასში დედებსა და შვილებს შორის სახალისო კონკურსი გაიმართა. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კი არჩილ სულაკაურის ზღაპარი - „სალამურას თავგადასავალი“ წარმოადგინეს.
პირველი კლასის დამრიგებელი ცირა კალაიჯიშვილია, ხოლო მეორე კალსის - ნანა ზაზაძე. მეოთხე კლასს კი ირმა ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს