ტუნაძეების საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
20-01-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის, ტუნაძეების საჯარო სკოლის ოთხმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სტატუსი შეეცვალათ: ბიოლოგიის მასწავლებელს - თემურ ხარაბაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელს - ელენე გაბედავას, მათემატიკის მასწავლებლებს - ელდარ სოლომონიძესა და სოსლან ხარაბაძეს.
სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ წარმატებას ულოცავს და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
სკოლაში ამჟამად ექვსი უფროსი და ერთი წამყვანი მასწავლებელია.