ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზამთრის ბანაკში იმყოფებოდნენ
20-01-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები: დიმა კვარაცხელია, შაკო გორდულავა და ხატია გვილია 3 დღით ბაკურიანში, ,,საქართველოს უნივერსიტეტის“ ზამთრის ბანაკში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ბანაკში სასიამოვნო დღეები გაატარეს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ზამთრის ბანაკში მონაწილეობით. მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს უნივერსიტეტს“ ასეთი კარგი შესაძლებლობისთვის. ნამდვილად სასიამოვნო დღეები გავატარე ბანაკში“, - ამბობს ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, დიმა კვარაცხელია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203