ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა
17-01-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის VI კლასმა საახალწლო კარნავალი 2020 მოაწყო.

კლასის დამრიგებელი დიანა კაპანაძეა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, მშობლების ჩართულობა და ხელშეწყობა იყო.

„მოსწავლეებმა შეძლეს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების საახალწლო სამზადისი წარმოეჩინათ, ტრადიციული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს, კუთხური დიალექტით საუბრობდნენ, თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები წარმოადგინეს.

აღნიშნული კარნავალი, ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები შემდგომშიც, უფრო დახვეწილი ფორმით, ჩატარდეს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203