მოხის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიოდ გააცილეს
17-01-2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხის საჯარო სკოლამ ორი ღვაწლმოსილი პედაგოგი, ნათელა ნარიმანიშვილი და ნაზი ჩხეიძე, პედაგოგიური მოღვაწეობიდან გააცილა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაცილების საღამოზე პედაგოგებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ღვაწლმოსილი პედაგოგები და მათი თანამშრომლები საღამოთი კმაყოფილები დარჩნენ.
მოხის საჯარო სკოლა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.