თეჯისის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
17-01-2020
წალკის მუნიციპალიტეტის, თეჯისის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.
აზარ გეიდაროვმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.