კარწახის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
17-01-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ჯივანის სახელობის კარწახის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

„სკოლა უზომოდ ამაყი და ბედნიერია, ვინაიდან ჩვენი წარდგენა წარმატებული შედეგით დაგვიბრუნდა. სამი მასწავლებელი - სათენიკ ვარდერესიანი, ვენერა მიქელაძე და სამველ ნაჩარიანი უფროსი მასწავლებელი გახდა.

სიხარულითა და სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ  ჩვენ ერთად გავიარეთ ის რთული და საპასუხისმგებლო გზა, რომელსაც პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ჰქვია... თითოეული გამოწვევის ბოლოს მოდის წარმატება და ეს მაშინ, როცა სკოლა ერთი გუნდია...ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთი გუნდი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ბევრი წარმატებით გამოწვეული სიხარული გველოდება წინ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203