აწყვიტის საჯარო სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი ხუთ პედაგოგს მიენიჭა
17-01-2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელს ხუთ მასწავლებელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

„ბიოლოგიის მასწავლებელ ნანა ინასარიძეს ზაფხულში ორგანიზებული გამოცდების ჩაბარებით მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ხოლო შემოდგომით ორგანიზებული გამოცდების საფუძველზე 4-მა მასწავლებელმა: ნოდარ ბერიძემ, ლაურა ბერიძემ, ნანა გოგრიჭიანმა და ჯილდა ივანიძემ აიმაღლეს კვალიფიკაცია და მიენიჭათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს პედაგოგებს, ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203