საძელის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
17-01-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საძელის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას მათემატიკის მასწავლებელ ნინო თოროსიანსა და ისტორიის მასწავლებელ სვეტლანა ოგანჯანიანს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203