ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
17-01-2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ლემშვენიერას საჯარო სკოლაში 2019 წლის ბოლო შემოქმედებითად დატვირთული იყო.

მერვე კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები „გააცოცხლეს“ და მაყურებელს წარუდგინეს.

პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო: მონოლოგი, „ზუსტად 8 საათზე“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“,  „ხაზარულა“, „ბოშები“, ნაწყვეტები „თეთრი ბაირაღებიდან“, მოთხრობა - „თქვენც სუ, ჩვენც სუ“.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცარო ხარძიანი, იყო.

მერვე კლასის ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203