გეზათის საჯარო სკოლაში საუკეთესო პედაგოგად ირმა ჭანტურია დასახელდა
16-01-2020
აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, „STEM-ის“ ფასილიტატორი, ირმა ჭანტურია, საუკეთესო პედაგოგად დასახელდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა, სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს და გაკვეთილებს საინტერესოდ და მოტივირებულად ატარებს.

„მასწავლებელი ირმა ჭანტურია გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. მისი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებში და იმარჯვებენ.

მასწავლებელი გაკვეთილებს საინტერესოდ და მოტივირებულად ატარებს. გააჩნია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, ზრუნავს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მისაღწევ შედეგებზე. სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით წარმატებით იყენებს მოსწავლეთა პორტფოლიოებს, ზრუნავს სკოლის განვითარებისათვის. აქვს კარგი კომუნიკაციის უნარი, მუდმივად იმაღლებს პროფესიონალიზმს. საკუთარ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.

იგი არის IX კლასის დამრიგებელი. კლასი გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონით, არის მეგობრული და კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203