იდლიანის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
16-01-2020
მესტიის მუნიციპალიტეტის, იდლიანის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
თეა ჭკადუამ, ანიკო იოსელიანმა და შორენა ზარიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს: „ვუსურვებთ ულევ წარმატებებს და წინსვლას როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.