ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა და სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლეს
16-01-2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლალაზარ აროიანმა და სამმა პედაგოგმა, სვეტლანა აროიანმა, ნარინე აროიანმა და ლუსიკ გრკიკიანმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დირექტორმა ყველა პედაგოგს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს