ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს შეუერთდნენ
16-01-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ისტ-ის პედაგოგი ხათუნი ასანიძე თბილისში კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს შეუერთდნენ. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

„ჩვენი სკოლის V კლასის მოსწავლებმა გიორგი ცერცვაძემ და ზაზა გოგოლაძემ (კლასის დამრიგებელი სოფო ბიწაძე) დაბრუნებისას წარმოადგინეს პრეზენტაცია თანაკლასელების წინაშე, რომლის შინაარსიც კვირეულში წარმოდგენილ თემის შთაბეჭდილებას მოიცავდა, თემა - კოდირების საათი, რობოტიკა - რომელიც გაგვაცნო ქალბატონმა ნანა ნოზაძემ  (თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტ-ის მენტორი მასწავლებელი, ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი) და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულმა მოსწავლეებმა (თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლე დაჩი გრძელიშვილი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის IX კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის X კლასის მოსწავლე რატი ვარდიაშვილი, გიმნაზია აია-GESS -ის X კლასის მოსწავლე მარიამ შენგელია, გიმნაზია აია-GESS -ის IX კლასის მოსწავლე გეგა შავდათუაშვილი, სკოლა „პროგრესი“ IX კლასის მოსწავლე მარიამ ნინუა).

შეხვდერის შემდეგ  მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ თვითონაც შეეცდებიან და წარმოადგენენ რობოტებს ისტ-ის გაკვეთილზე და შემდგომ მიიღებენ მონაწილეობას „კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულშიც“.  ეს ჩვენი სკოლის მოსწავლეების შემოქმედების დასაწყისია. ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეებს დაეხმარება სკოლაში წარმატებით განხორციელებული  ,,ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი,  რო­მე­ლიც ჩვენს მოს­წავ­ლეებს მისცემს 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს.

წარმოგიდგენთ ჩვენი მოსწავლეების პირველ შემოქმედებას „რობოტები“,- აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203