ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტმა დაასაჩუქრა
15-01-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლამ ახალი 2020 წელი საჩუქრების მიღებით დაიწყო. მოსწავლეებმა საქართველოს უნივერსიტეტისგან საჩუქრად ხმის გამაძლიერებლები მიიღეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დირექტორი გივი ხალვაში იმედოვნებს, რომ ამ საჩუქარს სკოლის თვითმმართველობა და მოსწავლეები ცოდნის ხარისხის ამაღლებისა და შინაარსიანი ღონისძიებებისათვის გამოიყენებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203