
ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალური თამაშის ფინალში გადავიდნენ. ერთ-ერთი მოსწავლე კი საუკეთესო ათეულში მოხვდა.
„ამჯერად მე-3 კლასელებმა გაგვახარეს! „ტვინების ბრძოლაში“ 150 მონაწილიდან ფინალში გადავიდა 30, მათ შორის 7 ჩვენი სკოლის III კლასელია: ელენე ოდიშარია, ნინო მამარდაშვილი, გიორგი გოგიძე, ანდრია ჯიშკარიანი, საბა სულაბერიძე, გიორგი ბახტაძე, ნინი გოფოძე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე განმარტებით, ელენე ოდიშარია საუკეთესო ათეულში მოხვდა. მასწავლებელი მარიზა კინწურაშვილია.
იხილეთ ფოტო