კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება არ დაწყებულა - სამინისტროს განმარტება
16-01-2020

კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება ჯერ არ დაწყებულა. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, დოკუმენტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. კონკრეტული ვადებისა და  სიახლეების შესახებ კი ცნობილი მას შემდგომ გახდება, რაც დოკუმენტი მზად იქნება.

„დოკუმენტი ჯერ მზად არ არის, მუშაობა მიმდინარეობს. ცოტა ხანში წარმოვადგენთ დოკუმენტს, სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესებში. მიმდინარეობს კონსულტაციები და მზა დოკუმენტში როგორც იქნება განსაზღვრული ვადები და პროცედურები, ამის შესაბამისად მოხდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისთვის, კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მინისტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა  უნდა გადაამზადონ. თუმცა როგორც მანდატურის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ ეტაპზე ისინი სამუშაო პროცესში არ არიან ჩართულნი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203