ცოდნისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა კომპიუტერული პროგრამის დახმარებით შექმნილი ნახატები წარმოადგინეს
15-01-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცოდნისკარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები „ბუკებში“ ხალისით მუშაობენ, სხვადასხვა საგნის პედაგოგებიც წარმატებით იყენებენ „ბუკებს“  საგაკვეთილო პროცესში (ისტ-ის საგანის პედაგოგი ხათუნი ასანიძე დამრიგებელი დარეჯან ბარბაქაძე).

პროგრამა paint-ის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა საახალწლო თემაზე შეასრულეს ნახატები. სკოლაში გამართულ საახალწლო ზეიმზე ერთ-ერთი აქტივობა სწორედ დამსწრე საზოგადოებისათვის ნახატების წარდგენა იყო.

საახალწლო ზეიმზე მოსწავლეებმა თოვლის ბაბუას გამოგზავნილი საჩუქრები: ტკბილეული და „პატარა წიგნები“ მიიღეს. 

„ყველასათვის ცნობილია, რომ პირველ კლასში კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეაჩვევს სააზროვნო პრობლემების გადაჭრას, განუვითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა კომპიუტერული ტექნიკის მართვისა და გამოყენების უნარები, ძირითადი ცნებების შესწავლა და დახარისხება, შენახვა და გამოყენება, მუშაობა საქაღალდეებთან და ფაილებთან, ელექტრონული ნახატების შექმნის ტექნიკები, ტექსტური რედაქტორის გამოყენების უნარები. განუვითარებს მათ ყურადღებას, განუვითარებს ისეთ უნარებს როგორიცაა კომპიუტერული ტექნიკის მართვისა და გამოყენების უნარები, ძირითადი ცნებების შესწავლა და დახარისხება, შენახვა და გამოყენება, მუშაობა საქაღალდეებთან და ფაილებთან, ელექტრონული ნახატების შექმნის ტექნიკები, ტექსტური რედაქტორის გამოყენების უნარები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, პროგრამა Paint-ის შესწავლის შემდეგ, პედაგოგებმა მოსწავლეების ბუნებაში წაყვანა გადაწყვიტეს, სადაც მოსწავლეებმა შეასრულეს ძალიან ლამაზი ნახატები „ბუკებში“ და შემდეგ ფორმატზე თემის - „ჩემი თვალით დანახული ბუნება“ მიხედვით იმუშავეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203