ლიხაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
15-01-2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ლიხაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ხათუნა ცეცხლაძემ, მანონი ქანთარიამ და ლამარა დოლიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

ხათუნა ცეცხლაძე - ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მანონი ქანთარია -ინგლისურს, ხოლო ლამარა დოლიძე რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203