ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას პრეზიდენტი და პარლამენტის თავჯდომარე ესტუმრნენ
15-01-2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, გურიის რეგიონში, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და თანამედროვე საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს იმ სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც 1846 წელს დაარსდა ჯუმათის მონასტერთან და რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები სწავლობდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203