ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
15-01-2020
აბაშის მუნიციპალიტეტის, ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა  სპექტაკლი - ,,ახალი წელი ლუარსაბის ოჯახში“ წარმოადგინეს.

საბაზო კლასის მოსწავლეებმა ახალი წლის ტრადიციებსა და კალენდრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შეასრულეს ქართული და უცხოური სიმღერები.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203