
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, პოეზიის საღამო ჩატარდა. ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძეს, მურმან ლებანიძესა და ტერენტი გრანელს მიუძღვნეს.
პოეზიის სააღამო მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერენტი გრანელის ლექსებს პარალელურად ქართულ და სომხურ ენაზე კითხულობდნენ. ლექსები სომხურად ვიქტორ ჰოვსეფიანის მიერ იყო ნათარგმნი.
იხილეთ ფოტოები