თბილისის რამდენ საბავშვო ბაღში არ განახლდა სააღმზრდელო პროცესი?
15-01-2020

საახალწლო არდადეგების შემდეგ სააღმზრდელო პროცესი სამ საბავშვო ბაღში არ განახლებულა. ესენია: 132-ე, მე-2 და 76-ე საბავშვო ბაღები. აღნიშნულის მიზეზად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტექნიკური სამუშაოები დაასახელა.

როგორც სააგენტომ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, 132-ე და მე-2 ბაგა-ბაღში ტექნიკური შეფერხებაა, ერთ-ერთს დენი არ მიეწოდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

რაც შეეხება 72-ე ბაღს, იქ ნიადაგიდან ამოდის გაურკვეველი ტიპის აირი, რომელსაც ბიოგაზებს უწოდებენ და სწორედ ამის გამო არ განახლებულა სასწავლო პროცესი. მიმდინარეობს მოკვლევა და შესაბამისი დასკვნის მიხედვით მოხდება  ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203