ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
15-01-2020
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში კვირეულის ფარგლებში შერეული სახის გამოფენა ჩატარდა.

მოსწავლეებმა ქანდაკება, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები წარმოადგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამოფენა საინტერესოდ წარიმართა და მნახველ-დამთვალიერებელი შთაბეჭდილებებით აღსავსე და კმაყოფილი წავიდა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ სკოლის სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეები. წრე ახალციხის მეხუთე, პირველი და მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203