კაკაბეთის საჯარო სკოლაში კაფე-კარნავალი ჩატარდა
15-01-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი ღონისძიებით აღნიშნეს.

IV კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საახალწლო კაფე-კარნავალი „მოდის წელი ახალი“. მოსწავლეებს პედაგოგი ლალი თეთრაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიება სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203