საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' 2016-2017 სასწავლო წლის ფინალისთვის მზადება მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 24 ივნისს საზეიმო ფინალით დასრულდება.
მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქების ''ეტალონი მოსწავლეები'' მიიღებენ მონაწილეობას.
წარმოგიდგენთ ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ფინალისტებს.
გაიცანით "ეტალონის" ფინალისტები გურიიდან.
''ეტალონის'' ფინალზე ქალაქ ოზურგეთს წარადგენს ქალაქ ოზურგეთის N3 სკოლის მოსწავლე მარიამ ჩხაიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წარადგენს მთისპირის სკოლის მოსწავლე ნინო სარიშვილი.
ჩოხატაურს წარადგენს ჩოხატაურის N1 სკოლის მოსწავლე გივი მდინარაძე.
ლანჩხუთს წარადგენს ლანჩხუთის N2 სკოლის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა.
ღონისძიება ქ. ბათუმში საზაფხულო თეატრში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიების პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია.