თელის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
14-01-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, თელის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. 

სტატუსი მასწავლებლებს - თამარ კობერიძეს, მანანა ტაბატაძეს, ციცი შემშენოვს და მანანა კურტანიძეს შეეცვალათ. 

სკოლა პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203