მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს
14-01-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, მუხურის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, ირაკლი გაბრიჭიძის, ინიციატივით მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.

პრეზენტაციებში მე-10 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ.

მარიამ კორტმა და მარიამ ბოჭორიშვილმა პრეზენტაცია - ნუმიზმატიკაზე, ელენე და ელისო ბოჭორიშვილებმა - არქეოლოგიის შესახებ, ხოლო ნიკა გოგიჩაძემ და ლანა კაპანაძემ აფხაზეთზე  მოამზადეს.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მე-10 კლასის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203