უჯარმის საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ გაიმართა
14-01-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის საჯარო სკოლაში კვირეულის - „საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ ბოლო, დამაგვირგვინებელი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში დაიდგა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციაც, რომელიც ამავე სახელს ატარებდა.
სკოლას არ აქვს სააქტო დარბაზი, ამიტომ საღამო ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის კლას-კაბინეტში, რომელიც იმ დღეს საგანგებოდ იყო მორთული და გაფორმებული.
„ყოველი კედლიდან ღვთისმშობლის, განსხვავებული ხატი დაგვყურებდა. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები რომლებიც ეძღვნებოდა ღვთისმშობელსა და საქართველოს, წარმოთქვეს ლოცვა მამულისა და ჯვრისათვის და ღვთისმშობლის ტროპარკონდაკი. საგულისხმო იყო შესაბამისი მუსიკალური გაფორმება. ლექსებს თან ერთვოდა ფრესკები და სურათები იმ წმინდანების, რომლებიც მოხსენიებული იქნენ ღონისძიებაზე“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
საღამოს წამყვანი და ორგანიზატორი ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო დურგლიშვილი, იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“