
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხორენიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 2020 წლის დადგომა იზეიმეს. პატარებმა ღონისძიებაზე შობა-ახალი წელი მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და იცეკვეს. ღონისძიების ბოლოს კი მათ თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაურიგა.
იხილეთ ფოტოები