პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი ღონისძიებით აღნიშნეს
14-01-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I, II,III, IV და V კლასის მოსწავლეები.

ღონისძიება შინაარსითა და სანახაობრივად საინტერესო იყო.

„მოსწავლეებმა ლექსები, სიმღერები, თეატრალური წარმოდგენები შემოგვთავაზეს სომხურ და ქართულ ენებზე.

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ არმენ პოდოსიანის (ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი) ხელმძღვანელობით, შემოგვთავაზეს თეატრალური წარმოდგენა ირმა მალაციძის პიესის მიხედვით „საახალწლო ზღაპარი“.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს ესტუმრა თოვლის პაპა და საჩუქრები გადასცა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203