ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
14-01-2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა თოვლის ბაბუას წერილები მისწერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ აქტივობის მიზანი წერილის წერის ტრადიციის დამკვიდრება, აღდგენა და ახალგაზრდა თაობაში წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია იყო.