სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაციული ტექნოლოგიის პროფესიული პროგრამა წარმატებით დაასრულეს
13-01-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამისფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის 48-საათიანი სასწავლო პროგრამა დაასრულეს.

მოსწავლეებმა სასწავლო კურსი კოლეჯ „მოდუსში“ გაიარეს.

„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების კურსი ინფორმაციის ტექნოლოგიების" ბოლო სესიაზე, ერთ-ერთმა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეაკეთა საკუთარი პერსონალური კომპიუტერი.

საახალწლოდ, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა საიდუმლო სანტა ითამაშეს და ერთმანეთს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

პოზიტიური სესიის ბოლოს, პროგრამაში ჩართულ სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203