რატომ ანგრევენ 14 საბავშვო ბაღს თბილისში?
13-01-2020

2020 წელს თბილისი14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟი გეგმება.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ უკვე დაწყებულია დიღმის მასივში, N19 საჯარო ბაგა-ბაღის დემონტაჟი. დანარჩენ ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მზადდება და ეს შეეხება თბილისის N28; N47; N14; N125; N43; N84; N109; N6; N26; N13; N96; N50 და ვარკეთილის საბავშვო ბაღს.

ეს არის 2-წლიანი პროექტი და მხოლოდ მიმდინარე წელს, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული შენობები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ავარიულად შეაფასა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, დემონტაჟი ეტაპობრივად მოხდება და მათ ნაცვლად აშენდება ახალი ბაღები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...