მუხურის საჯარო სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება გაიმართა
13-01-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, მუხურის საჯარო სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ მომზადებული საახალწლო ლექსები და სიმღერები წარადგინეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენაც მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორი დაწყებითი კლასის პედაგოგი, ირმა ჩიტიშვილი, იყო.

დასასრულს, ტრადიციულად, მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ.

„მუხურის საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს პატარა მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიებისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203