ახალციხის N5 საჯარო სკოლის III კლასში საახალწლო კარნავალი ჩატარდა
13-01-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საახალწლო კარნავალი ჩატარდა. ღონისძიება შინაარსითა და სანახაობრივად საინტერესო იყო.

„ბავშვების მიერ წიგნებში ამოკითხული გმირები სცენაზე ცოცხლდებოდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ და გადმოსცემდნენ თავიანთ სათქმელს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები. პატარების გამოსვლას გულგრილი არ დაუტოვებია არცერთი მაყურებელი.

კლასის ხელმძღვანელი მაია შველიძე მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს ყურადღებისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203