კაკაბეთის საჯარო სკოლაში შობა-ახალ წელს ღონისძიება - „ზამთრის ზღაპარი“ მიუძღვნეს
13-01-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩაატარა.

II კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ღონისძიებაში „ზამთრის ზღაპარი“, მორთეს საკლასო ოთახი და კლასში შექმნეს საახალწლო განწყობა.

კლასს დამრიგებელი ხათუნა ბორაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობის  საფუძველზე მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარები, ასევე ჩამოუყალიბდათ ესთეტიკური გემოვნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203