უჯარმის საჯარო სკოლაში საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომობასთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
13-01-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მანანა აბურჯანიას ხელმძღვანელობით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობასთან დაკავშირებით თემაზე - „დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია...“ კვირეული ჩატარდა.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები, სადაც საინტერესოდ და კარგად იყო გამოკვეთილი ღვთისმშობლის სახე ქართულ მწერლობაში და ასევე ღვთისმშობლის როლი და შემწეობა ქართული ენისა და ლიტერატურისადმი“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილმა ესეებმა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეთა მოტივაცია მაღალი იყო. სკოლის წარმომადგენლის თქმით, „აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემწყნარებლობის მდიდარი ტრადიციის აღორძინებას“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“