მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებზე მიღება დაიწყო
10-01-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველებისთვის მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებზე მიღება გრძელდება. 

რეგისტრაციის გავლისთვის აპლიკანტი უნდა გადავიდეს ვებგვერდზე: https://vet.emis.ge/#/ და აირჩიოს მისთვის სასურველი პროგრამა.

„ნებისმიერ მსურველს სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას, ისწავლოს მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებზე. მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროფესიული პროგრამები  სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროფესიული პროგრამები დასაქმების ახალ შესაძლებლობებს იძლევა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...