საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელ ნანა ნიკოლოზაშვილის ხელმძღვანელობით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობასთან დაკავშირებით კვირეულის მეორე დღე გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები: „არის თუ არა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომობის მიზეზი ქრისტეს კვართი“ (მომხსენებელი - თამაზ რევაზიშვილი), „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“(მომხსენებელი მარიამ ილურიძე).
ასევე, მოსწავლეებმა მოიძიეს მნიშვნელოვანი ცნობები „ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიებსა“ და ,,ღვთისმშობლის სასწაულებთან “ დაკავშირებით.
ლევან კიკაბიძემ და დავით ქისტაურმა პრეზენტაციის ფორმით მოძიებული მასალა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.
ნამუშევრების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,არის თუ არა საქართველოსთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა პრივილეგია“?
თითოეული მოსწავლე და დამსწრე საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული სადისკუსიო თემის განხილვაში: "მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა მაღალი იყო", - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“