ძალისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ლამაზი საახალწლო ღონისძიება გამართეს
10-01-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის ძალისის საჯარო სკოლის დაწყებით კლასში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირველკლასელებმა მაყურებელს ლამაზი და საინტერესო საახალწლო ღონისძიება შესთავაზეს.

საახალწლო სამზადისში პატარები სიხარულით იყვნენ ჩართულნი. მათ საკლასო ოთახი ლამაზად მორთეს, თვითონ კი საზეიმო ფორმები მოირგეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იმხიარულეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203